კინო
18 February
სიდნი სუინი ედით უორტონის „ქვეყნის წეს-ჩვეულებების“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს
ბოქს ოფისის წარმატებული ფილმის, „მოსამსახურის“ შემდეგ, სიდნი სუინი კიდევ ერთ ლიტერატურულ ადაპტაციაში მიიღებს მონაწილეობას. ის ითამაშებს ედით უორტონის 1913 წლის რომანის, „ქვეყნის წეს-ჩვეულებების“ ახალ ეკრანიზაციაში, სადაც მას პარტნიორობას ლეო ვუდოლი გაუწევს. ფილმი მოგვითხრობს Undine Spragg-ის შესახებ, რომელიც ყველა ხერხს იყენებს „მოოქროვილი ხანის“ ნიუ-იორკის სოციალურ კიბეზე ასასვლელად. ორივე მსახიობი ცნობილია HBO-ს სერიალიდან „თეთრი ლოტოსი“.