სერიალმა „გატაცება“ Apple TV-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაკარგა – ლიდერი „ბოლო, რაც მან მითხრა“ გახდა
იდრის ელბას მონაწილეობით სერიალმა „გატაცება“ (Hijack) Apple TV-ის ყველაზე ნახვადი შოუების ჩარტებში პირველი ადგილი დაკარგა. ის ჯენიფერ გარნერისა და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს სერიალმა „ბოლო, რაც მან მითხრა“ (The Last Thing He Told Me) ჩაანაცვლა, რომელიც მეორე სეზონით დაბრუნდა და როგორც შიდა, ისე მსოფლიო ჩარტების სათავეში მოექცა.