კინო სიახლეები
21 February
ტიფანი ჰედიში და როსარიო დოუსონი ჯოჯო რაიდერის საშინელებათა თრილერში „გაკვეთილი“ (The Lesson) ითამაშებენ
„American Heist“-ისა და „The Bachelor“-ის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯოჯო რაიდერი ემზადება თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, საშინელებათა თრილერის სახელწოდებით „გაკვეთილი“ (The Lesson) სარეჟისორო დებიუტისთვის. Deadline-ის ცნობით, ფილმში მთავარ როლებს ტიფანი ჰედიში და როსარიო დოუსონი შეასრულებენ. სიუჟეტი მოგვითხრობს მასწავლებელზე, რომლის სიკვდილიც იწვევს შემზარავი მოვლენების ჯაჭვს, რაც მის ყოფილ მოსწავლეებს მოსვენებას უკარგავს.