გართობა
26 February
Disney+ და ITV პარტნიორობას აფართოებენ: Hulu-ს სერიალები დიდ ბრიტანეთში, ITV1-ზე გამოვა
The Walt Disney Co.-მ და დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო გიგანტმა ITV-მ გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება, რაც გასულ ზაფხულს Disney+-სა და ITVX-ს შორის კონტენტის გაზიარების წარმატებული შეთანხმების შედეგია. ახალი შეთანხმებით, Hulu-ს ორიგინალური სერიალები, „მოპარული გოგონა“ და „ამანდა ნოქსის დამახინჯებული ამბავი“, ექსკლუზიურად გავა ITV-ის მთავარ არხზე, ITV1-ზე, პრაიმტაიმის სლოტებში, რაც აუდიტორიის გაფართოებას შეუწყობს ხელს.