„Over Your Dead Body“: სემარა უივინგის ახალი კომედიური თრილერი მალე გამოვა
სემარა უივინგი ახალი, ბნელი კომედიური თრილერით „Over Your Dead Body“ ბრუნდება, სადაც ის და ჯეისონ სიგელი დისფუნქციურ წყვილს განასახიერებენ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, წყვილი მიტოვებულ ქოხში მიემგზავრება ურთიერთობის გადასარჩენად, თუმცა რეალურად ორივეს ერთმანეთის მოკვლის ფარული გეგმა აქვს. ჯორმა ტაკონეს რეჟისორობით შექმნილი, „The Trip“-ის რიმეიქის ქაოტური ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა. ფილმის პრემიერა SXSW-ზე შედგება, ამერიკის კინოთეატრებში კი 24 აპრილიდან გამოვა.