ტელესერიალები
13 February
Netflix-ი ახალ ბნელ ისტორიულ ეპოსს „ჯადოქრებს“ „იმპერატრიცას“ შემქმნელებთან ერთად ამზადებს
Netflix-ი აანონსებს ახალ ისტორიულ სერიალს „ჯადოქრები“ („Witches“), რომლის შექმნაზეც პასუხისმგებელნი იქნებიან რობერტ და კატარინა აისენები, ჰიტ სერიალ „იმპერატრიცას“ ავტორები. ეს ბნელი ეპოსი მე-17 საუკუნის ევროპაში, კონკრეტულად გერმანიაში, ჯადოქრებზე ნადირობის პერიოდს ასახავს.