თაობა Z ჰოლივუდს მამაკაცების სტერეოტიპული გამოსახვის შეცვლას სთხოვს: კვლევა
კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის (UCLA) ახალი კვლევის მიხედვით, თაობა Z და ალფა კინოსა და ტელევიზიაში ჰიპერმასკულინობის უარყოფას ითხოვენ. მათ სურთ ნახონ უფრო მოწყვლადი, ემოციურად გახსნილი მამაკაცის პერსონაჟები, განსაკუთრებით კი მოსიყვარულე მამები და ისეთები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, რაც კულტურულ ცვლილებაზე მიუთითებს მამაკაცურობის აღქმაში.