თამაშები
16 February
უფასო RPG „Vampire's Fall 2“ Steam-ზე გაეშვა და „ძალიან პოზიტიურ“ შეფასებებს იღებს
„Vampire's Fall 2“, 2020 წლის „Vampire's Fall: Origins“-ის გაგრძელება, უკვე ხელმისაწვდომია Steam-ზე უფასოდ და „ძალიან პოზიტიურ“ შეფასებებს იღებს. ეს თამაში, რომელიც თავდაპირველად მობილურისთვის შეიქმნა, კომპიუტერულ ვერსიაში გაუმჯობესებული გრაფიკითა და PC-ზე მორგებული მართვის სისტემით გვევლინება. დეველოპერები ღიად საუბრობენ Pay-to-Win ელემენტების შემცირებაზე, რაც მოთამაშეებს კლასიკურ RPG გამოცდილებას ჰპირდება.