კინო
21 February
იკო უვაისი ახალ ინდონეზიურ სამოქმედო თრილერში „მებრძოლი“ ითამაშებს
„რეიდის“ ვარსკვლავი იკო უვაისი მონაწილეობას მიიღებს ახალ ინდონეზიურ სამოქმედო თრილერში სახელწოდებით „მებრძოლი“ (Warrior), რომელშიც ის კვლავ Silat-ის საბრძოლო ხელოვნებას გამოიყენებს. ფილმი ყოფილი პატიმრის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ციხიდან გამოდის ახალი ცხოვრების იმედით, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება სინდიკატსა და საზოგადოებას შორის, რომლის დაცვასაც ცდილობს.