კეისუკე იტაგაკის მანგა „ბაკი-დოუს“ პირველი ადაპტაციის ანიმეს ოფიციალურმა X (ყოფილი Twitter) გვერდმა სამშაბათს გამოაქვეყნა ანიმეს მთავარი ვიზუალი და გაამჟღავნა, რომ Netflix-ზე მისი მსოფლიო პრემიერა 26 თებერვალს შედგება. ანიმეს 13-ვე ეპიზოდი ერთდროულად იქნება ხელმისაწვდომი. ნაოია უჩიდა ანიმეში მიამატო მუსაშის როლს გაახმოვანებს. იტაგაკის ორიგინალური საბრძოლო ხელოვნების მანგა „Baki The Grappler“ „Weekly Shōnen Champion“ ჟურნალში 1991-დან 1999 წლამდე 42 ტომად გამოდიოდა. „Kodama Tales“-მა მანგას ინგლისურენოვანი მსოფლიო გამოცემა ოქტომბერში დაიწყო. „ბაკის“ გაგრძელება მანგა 31 ტომად 1999-დან 2005 წლამდე გამოდიოდა. „Media Do“ ამ მანგას ინგლისურად გამოსცემს. „ბაკის“ შემდეგ, იტაგაკიმ 37-ტომიანი მანგა „Hanma Baki“ „Weekly Shōnen Champion“-ში 2005-დან 2012 წლამდე გამოაქვეყნა. პირველი „ბაკი-დოუ“ მანგა, რომელიც ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილია, „Weekly Shōnen Champion“-ში 2014 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის აპრილში 22 ტომით დასრულდა. ახალი „ბაკი-დოუ“ მანგა „Weekly Shōnen Champion“-ში 2018 წლის ოქტომბერში გამოვიდა და 2023 წლის ივნისში დასრულდა. (ახალ „ბაკი-დოუ“ მანგაში „ბაკის“ სახელისთვის განსხვავებული სიმბოლოები გამოიყენება, ვიდრე წინა „ბაკი-დოუ“ მანგაში, თუმცა სახელი „ბაკი-დოუ“ შენარჩუნებულია.) ფრენჩაიზის უახლესი მანგა, „Baki Rahen“, „Weekly Shōnen Champion“-ში 2023 წლის აგვისტოში გამოვიდა. იტაგაკის „ბაკის“ (New Grappler Baki: In Search of Our Strongest Hero) მანგის ახალი ანიმეს პირველი სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2018 წლის ივნისში იაპონიაში შედგა და 26 ეპიზოდისგან შედგებოდა, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დასრულდა. Netflix-მა პირველი 13 ეპიზოდი იაპონიის გარეთ 2018 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, რასაც 2019 წლის მარტში პირველი სეზონის მეორე ნახევარი მოჰყვა. ანიმე „Baki: Dai Raitaisai-hen“ შემდეგ Netflix-ზე მთელ მსოფლიოში 2020 წლის ივნისში, ყველა ეპიზოდით ერთდროულად გამოვიდა. „Baki Hanma“ არის „ბაკის“ მესამე სერია Netflix-ზე და „Baki: Dai Raitaisai-hen“ სერიის გაგრძელება. ანიმეს მსოფლიო პრემიერა Netflix-ზე 2021 წლის სექტემბერში, 12-ვე ეპიზოდით შედგა. „Baki Hanma“-ს მეორე სეზონის მსოფლიო პრემიერა Netflix-ზე 2023 წლის ივლისში შედგა, სიუჟეტით „Tale of Pickle & The Pickle War Saga“. ანიმეს სიუჟეტი „The Father VS Son Saga“ 2023 წლის აგვისტოში გამოვიდა. წყაროები: „ბაკის“ X/Twitter ანგარიში, Comic Natalie.