HBO-ს ახალი კომედიური სერიალი „Rooster“ მაყურებლისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება. ტელეარხმა მარტის პრემიერის თარიღი გამოაცხადა და სერიალის ტრეილერი გაავრცელა. სერიალი ბილ ლორენსის მიერ არის შექმნილი. მასში მთავარ როლებს ასრულებენ სტივ ქარელი, ჩარლი ქლაივი, დანიელ დედვაილერი, ფილ დანსტერი, ჯონ ს. მაკგინლი და ლორენ ცაი. სიუჟეტი კოლეჯის კამპუსში ვითარდება და მამაკაცის ქალიშვილთან რთულ ურთიერთობას ასახავს. „Rooster“-ის პრემიერა 8 მარტს შედგება.