მიცუო ხვდება ზეადამიანს, რომელიც გალაქტიკური მშვიდობის დამცველი ფედერაციის წევრია. მიცუო იღებს სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც მას ზეადამიანურ ძალას, ფრენის უნარს და წყალქვეშ სუნთქვის საშუალებას აძლევს, რათა სხვა მოზარდებთან ერთად დაიცვას მშვიდობა და დაეხმაროს გაჭირვებულებს. პერმანებმა თავიანთი ვინაობა საიდუმლოდ უნდა შეინახონ, რისთვისაც მათ ორეული რობოტები ეხმარებიან.