ოთხი კუ კანალიზაციაში ხვდება, სადაც მათ ნიუ-იორკში მცხოვრები იაპონელი ჰამატო იოში იფარებს. უცნაური მწვანე ნივთიერების ზემოქმედებით კუები ადამიანის მსგავს არსებებად, ხოლო იოში გიგანტურ ვირთხად გარდაიქმნება. მასწავლებელი სპლინტერი კუებს ნინძას ხელოვნებას ასწავლის, რათა მათ ჟურნალისტ ეპრილ ო'ნილთან ერთად ბოროტი შრედერი და უცხოპლანეტელი კრენგი დაამარცხონ.