სერიალი მოგვითხრობს სამი სუპერძალების მქონე გოგონას – ბლოსომის, ბაბლსისა და ბატერკაპის – შესახებ, რომლებიც თავიანთ შემქმნელ პროფესორ უტონიუმთან ერთად გამოგონილ ქალაქ ტაუნსვილში ცხოვრობენ. გოგონები ხშირად ეხმარებიან ქალაქის მიამიტ მერს დამნაშავეებთან ბრძოლაში და საკუთარი შესაძლებლობებით წესრიგს იცავენ.