„რედ სკელტონის შოუ“ გახლდათ პოპულარული ამერიკული სატელევიზიო გასართობი გადაცემა, რომელიც 1951-1971 წლებში გადიოდა ეთერში და თავისი პოპულარობით იმ პერიოდის რეიტინგულ ლიდერებს შორის იყო. რადიოვარსკვლავისა და კინომსახიობის, რედ სკელტონის მიერ შექმნილმა შოუმ თავისი არსებობის განმავლობაში სამი „ემის“ ჯილდო მოიპოვა.