ჰიუ ლორი 'თეირანის' თანაშემქმნელ დანა იდენის გარდაცვალებას გლოვობს – ის ათენში გარდაცვლილი იპოვეს
მსახიობი ჰიუ ლორი პოპულარული სერიალის „თეირანი“ თანაშემქმნელის, დანა იდენის გარდაცვალებას გლოვობს, რომელიც ათენის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ლორიმ, რომელიც Apple TV-ის სერიალს მესამე სეზონში შეუერთდა, სამძიმარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ბერძნული პოლიციის ცნობით, იდენის სიკვდილი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობითაა გამოწვეული.