კინო და ტელევიზია
10 February
კოლინ ფერთი Apple TV+-ის მომავალ დეტექტიურ დრამას შეუერთდა
Apple TV+-ის მომავალ დეტექტიურ სერიალს, რომელიც ფილიპ კერის ბერნი განთერის წიგნების სერიაზეა დაფუძნებული, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერთი შეუერთდა. ის ჯეკ ლოუდენთან ერთად ითამაშებს. 1928 წლის ბერლინში ვითარდება, დრამა დეტექტივ ბერნი განთერის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სერიულ მკვლელს იძიებს. ფერთი პოლ ლოზერის როლს შეასრულებს, რომელიც ბერნის პარტნიორი და მენტორია.