God of War-ის ლაივ-ექშენ სერიალის გადაღებები დაიწყო, გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური კადრი
Sony Pictures Television-მა და Amazon MGM Studios-მა God of War-ის ლაივ-ექშენ სერიალის გადაღებები დაიწყეს. გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური კადრი, რომელშიც რაიან ჰერსტი კრატოსის როლში და კალუმ ვინსონი ატრეუსის როლში არიან წარმოდგენილნი. დადასტურდა, რომ სერიალს უკვე შეკვეთილი აქვს ორი სეზონი.