სერიალების მიმოხილვა
12 February
„როგორ მოხვდე სამოთხეში ბელფასტიდან“: „დერი გოგონების“ შემქმნელის ახალი მისტიკური კომედია Netflix-ზე
„დერი გოგონების“ (Derry Girls) შემქმნელის, ლიზა მაკგის ახალი 8-ეპიზოდიანი მისტიკური კომედია „როგორ მოხვდე სამოთხეში ბელფასტიდან“ Netflix-ზე გამოვიდა. სერიალი მოგვითხრობს სამ მეგობარზე (სინეიდ კინანი, კაოილფჰიონ დენი, როიზინ გალაჰერი), რომლებიც ეჭვობენ, რომ მათი გარდაცვლილი მეგობრის სიკვდილი საეჭვო ვითარებაში მოხდა, რაც მათ წარსულის ტრავმებთან აბრუნებს. ეს არის გიჟური, ემოციური და ირლანდიური აქცენტით გაჯერებული ისტორია, რომელიც მოეწონებათ „ცუდი დების“ და „დედლოქის“ მოყვარულებს.