კინო
17 February
ბრენდან გლისონის მონაწილეობით: „შედევრად“ აღიარებული ირლანდიური დრამის, „კაშხალის“ კინოადაპტაცია გადაღებას იწყებს
კონორ მაკფერსონის 1997 წლის პიესის, „კაშხალის“ კინოადაპტაციის წარმოება ირლანდიაში დაიწყო. ფილმში მთავარ როლებს „ბრმა მზერის“ ვარსკვლავი ქეით ფილიპსი და ბრენდან გლისონი ასრულებენ. პიესა, რომელიც კრიტიკოსებმა „შედევრად“ აღიარეს, მოგვითხრობს ირლანდიის ერთ-ერთ განაპირა პაბში შეკრებილი მამაკაცებისა და მათთან მისული დუბლინელი ქალის, ვალერის ტრაგიკულ ისტორიას.