გარდაიცვალა სეგას ყოფილი პრეზიდენტი ჰიდეკი სატო, „სეგას ტექნიკის მამა“
Sega-მ თავის იაპონურ X/Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ გარდაიცვალა ჰიდეკი სატო, კომპანიის ყოფილი პრეზიდენტი და „სეგას ტექნიკის მამა“. სატო 75 წლის იყო და 13 თებერვალს გარდაიცვალა. ის 2001-2003 წლებში სეგას ხელმძღვანელობდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის საკულტო სათამაშო კონსოლების შექმნაში, როგორიცაა Mega Drive, Sega Saturn და Dreamcast.