კინო
10 February
მამორუ ჰოსოდას „სკარლეტი“: შექსპირის გავლენა, შურისძიება და შენდობა
მამორუ ჰოსოდას უახლესი ფილმი, „სკარლეტი“, შექსპირის „ჰამლეტის“ მოტივებზე აგებული ისტორიაა, რომელიც შურისძიების, შენდობის, პრაგმატიზმისა და იდეალიზმის დაპირისპირებას იკვლევს. ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევარი მაყურებელს სიკვდილის შემდგომ სამყაროში სამოგზაუროდ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უცნაური ნახტომისებური მონტაჟით, გაწელილი საცეკვაო სცენებითა და ფილმის სტილთან შეუსაბამო დიეგეტური მუსიკით გამოირჩევა, ის მაინც საინტერესო და საყურებლად ღირებული ნამუშევარია.