ახალი „სამეფო კარის თამაშების“ პროექტი: „შეშლილი მეფე“ და პასუხები „ზამთრის ქარებიდან“?
„სამეფო კარის თამაშების“ სამყაროში ახალი პროექტი მოდის – სცენური დადგმა „შეშლილი მეფე“, რომელიც HBO-ს სერიალის მოვლენებამდე 15 წლით ადრე ვითარდება და ჰარენჰალის ტურნირზე, რეიგარ ტარგარიენისა და ლიანა სტარკის ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას. ჯორჯ რ.რ. მარტინის უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილი ეს სპექტაკლი შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მომდევნო წიგნის, „ზამთრის ქარების“, მოლოდინში მყოფი მკითხველებისთვის და სერიალის მიერ შეცვლილ დეტალებზე ნათელი მოჰფინოს.