ბენედიქტ კამბერბეტჩი ახალ ჰუმანიტარულ თრილერში „უკანასკნელი ფრენა“ ითამაშებს
ბენედიქტ კამბერბეტჩი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში „უკანასკნელი ფრენა“ (Last Flight), რომელიც რეალური ჰუმანიტარული მუშაკის, კირკ ვ. ჯონსონის ამბავზეა დაფუძნებული. ფილმი მოგვითხრობს ერაყელ და ავღანელ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ს კონფლიქტში ეხმარებოდნენ და სამშობლოს დატოვებაში დახმარება ესაჭიროებოდათ. კამბერბეტჩი ასევე არის ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი. გადაღებები მაისში დიდ ბრიტანეთში, იორდანიასა და მაროკოში დაიწყება.