ტექნოლოგია
19 February
ინდური უნივერსიტეტი ჩინურ რობოტ ძაღლს საკუთარ ქმნილებად ასაღებდა – სკანდალი AI სამიტზე
Galgotias-ის უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის სამიტზე საკუთარ სტენდზე წარადგენდა რობოტ ძაღლს, რომელსაც საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კომერციულად ხელმისაწვდომი, ჩინური წარმოების პროდუქტი. მომხდარის შემდეგ, უნივერსიტეტმა პასუხისმგებლობა პროფესორს დააკისრა, თუმცა მოგვიანებით ორივე მხარემ საკუთარი განმარტებები გააკეთა.