ვიდეო თამაშები
12 February
Diablo 2: Resurrected-ს ახალი კლასი – Warlock ემატება!
Blizzard-მა მოულოდნელად Diablo 2: Resurrected-ისთვის მასშტაბური განახლება დააანონსა, რომლის მთავარი სიახლეც Warlock-ის კლასის დამატებაა. ეს თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც მოთამაშეებს დემონების გამოძახების უნიკალურ სტილს შესთავაზებს, ნეკრომანსერისა და დრუიდისგან განსხვავებულს. შემქმნელებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს მის ბალანსირებასა და ორიგინალურ ლორთან შესაბამისობაში მოქცევაში. Warlock-ის პერსონაჟს მსახიობი რაჰულ კოლი გაახმოვანებს.