HBO-ს „შვიდი სამეფოს რაინდის“ პირველი სეზონის ფინალმა მაყურებლის ახალი რეკორდები დაამყარა
HBO-ს სერიალმა „შვიდი სამეფოს რაინდი“ პირველი სეზონი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა. ფინალს აშშ-ში 9.5 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, მთლიანად სეზონს კი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 14 მილიონი, გლობალურად კი 26 მილიონზე მეტი. „სამეფო კარის თამაშების“ წარმატებულმა პრიქველმა კრიტიკოსების მოწონება და ერთგული ფანბაზა მოიპოვა, მეორე სეზონი კი უკვე მზადების პროცესშია.